სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა ოცდამეორედ ბრუნდება!

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა ოცდამეორედ ბრუნდება!
🚜 დარგის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
გამოფენის უცვლელ მიზანს ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარება, ქართველი მეწარმეების პოპულარიზაცია და ტექნოლოგიური სიახლეების ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს.
🔸 ადგილობრივ თუ უცხოელ მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, გააცნონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება მომხმარებლებს და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს.
🔹 გამოფენის სტუმრებს კი ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია პირდაპირ მწარმოებლებისგან, მოუსმინონ დარგის ექსპერტებს და მიიღონ მონაწილეობა საინტერესო ვორქშოპებში.
🤝 Agro 2024-ის ფარგლებში, ტრადიციულად, მოეწყობა შეხვედრები და თემატური კონფერენციები სახელმწიფო თუ კერძო სექტორების ჩართულობით.